ჯერედ ტრისტან პადალეკი (Jared Tristan Padalecki, დ. 19 ივლისი, 1982) — ამერიკელი მსახიობი . გაიზარდა ტეხასში, პოპულარული ადრეულ 2000 წლებში გახდა ცნობილი სატელევიზიო სერიალით გილმორის გოგოები, ასევე ჰოლივუდის რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი ფილმით, როგორებიცაა ნიუ-იორკის წამი და ცვილის ფიგურების სახლი. ბოლო წლებში კი პადალეკიმ სახელი გაითქვა CW-ს ცნობილი სერიალით ზებუნებრივი, სადაც იგი სემ ვინჩესტერს განასახიერებს და ჯენსენ ეკლსთან ერთად თამაშობს. ჯერედი დაიბადა სან-ანტონიოში, ტეხასში. დედა, შერონ (შერი) კამერი — მასწავლებელი იყო, მამა, ჟერალდ (ჯერი) პადალეკი კი ბუჰღალტერი. ჯერედი ნახევრად პოლონელია. ჰყავს უფროსი ძმა ჯეფი და უმცროსი და — მეგანი. 12 წლის ასაკში ჯერედი შეუდგა სამსახიობო გაკვეთილებზე სიარულს. დაამთავრა ჯეიმზ მედისონის სკოლა სან-ანტონიოში. 1999 წელს პადალეკიმ გაიმარჯვა კონკურსში «Claim To Fame», რის შედეგადაც შესაძლებლობა მიეცა Teen Choice Awards-ზე საპატიო პრემიის გადაცემისა. სწორედ ამ ცერემონიალზე შეხვდა მის ამჟამინდელ მენეჯერს. 2000 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერედი გადავიდა ლოს ანჯელესში, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. თუმცა თავდაპირველად იგი ტეხასის უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა.